განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

04.07.23 20:40
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. განსასჯელის სკამზე კი უმძიმესი ბრალდებით 60 წლის მამაკაცი ზის. მას გამოძიება კახეთში, ყაზახი ჟურნალისტის მკვლელობას ედავება. მოკლული ქალის ოჯახი დაკავებულის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ამტკიცებენ, რომ კაცმა ჟურნალისტი ანგარების მოტივით გაიმეტა. ჯერ ყაზახეთში სახლი გააყიდვინა, ამ ფულით დაჰპირდა, რომ საქართველოში უმკურნალებდა, თუმცა მოატყუა და ფულის მითვისება სცადა. ამის შემდეგ კი ბლაგვი საგნით ქალი მოკლა და ცხედარი მდინარეში გადააგდო.

ყაზახი ქალის მკვლელობა - ყველა ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში