დიპლომატიური დემარში - ბრეგაძე მზად არის, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილოს
გამოაგზავნეთ ექსტრადირების მოთხოვნა და განვიხილავთ - ასე პასუხობს საქართველოს მთავრობა ვოლოდიმირ ზელენსკის უმწვავეს გადაწყვეტილებას. რატი ბრეგაძემ საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინა იძულებული გახდა დიპლომატიური პროტესტის უკიდურესი ფორმა აერჩია. საქმე, ლამის, უკრაინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეა მისული. ზელენსკიმ საქართველოს ელჩი თბილისში გამოაგზავნა, წამზომი ჩაურთო და უთხრა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უნდა დააბრუნოს.
მოწოდებების შემდეგ, ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე მოქმედებაზე გადადის. რადიკალური გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ მიხეილ სააკაშვილი ხუთთვიანი პაუზის შემდეგ პირველად დაინახა. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიმარი პრეზიდენტის მკვლელობას კრემლის დავალებით ცდილობს. ზელენსკის განცხადებაზე წერს დღეს დასავლეთის ყველა გავლენიანი მედია. უკრაინაში ატეხილ განგაშს საქართველოს პრემიერი დუმილით პასუხობს. კობახიძე კი ამბობს, რომ უკრაინის დემარში მათთვის შეურაცხმყოფელია.
დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.