საქმის გარჩევა პარლამენტში ქუჩური წესებით - ჩხუბი ღილების აწყვეტით დასრულდა
საქმის გარჩევა პარლამენტში ქუჩური წესებით - ე. წ ძველი ბიჭის როლში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მიხეილ სარჯველაძე სანდრო რაქვიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. "ოცნების" წევრმა ოპონენტს პერანგზე ღილები ააგლიჯა. რომ არა მანდატურები, შესაძლოა, ვითარება უფრო გამწვავებულიყო.
სარჯველაძემ რაქვიაშვილი საქმის გასარჩევად საკომიტეტო ოთახიდან დერეფანში დაიბარა. მანამდე კი ოპონენტს საუბრის საშუალება არ მისცა. ყველაფერი თავდაცვის კოდექსის განხილვის დროს დაიწყო. "ოცნების" დაანონსებულ ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს, თუმცა მათ წინააღმდეგობას მმართველი გუნდი ახლა უკვე მუშტი კრივით პასუხობს.