როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი რომელიღაც ერთპარტიულ ტელევიზიაში - წულუკიანი

09.03.21 15:58
როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი რომელიღაც ერთპარტიულ ტელევიზიაში - წულუკიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, თეა წულუკიანს აინტერესებს ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით დაამონტაჟა აუდიომასალა და შემდეგ როგორ მოხვდა ის "ტვ პირველის" ეთერში. წულუკიანის თქმით, პროკურორის ადგილზე, გამოძიებას სწორედ ამ ჩამონათვალით დაიწყებდა.

მე რომ ვიყო პროკურორი მეთქი, პირველ რიგში, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, შემგეგ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ, სადაც მოხვდა, ანუ რომელიღაც ერთპარტიულ ტელევიზიაში, რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ ეს ჩანაწერი და რა მიზანს ისახავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თუ გამოძიება დაიწყო დაველოდოთ რას იტყვის გამოძიება, - ამბობს წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები