პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა

04.07.23 19:36
პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა. სტატისტიკის თანახმად, საქართველო პატიმრობის ვადებითაც აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ავრცელებს:

ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104.

პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე.

ევროსაბჭოს 2023 წლის კვლევის თანახმად, პატიმრების რაოდენობით თურქეთი უპირობო ლიდერია 303 945 პატიმრით. მას დიდი ბრიტანეთი (88 225) და პოლონეთი (71 874) მოსდევენ.