თავდასხმა ვანო მერაბიშვილზე - ვინ დგას კადრების გავრცელების უკან
როგორ სჯის "ოცნება" ოპონენტებს და ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს? - ამის სადემონსტრაციოდ გასაჯაროვებულია ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის 6 თვის წინანდელი კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება უცნობის სიძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ვინ გაავრცელა ინტერნეტში კადრები, რომელზე წვდომაც გომელაურის უწყების გარდა არავის ჰქონდა.
უცნობის თავდამსხმელი სიძე ბრალდებული არ არის, ამიტომ მის ადვოკატს მასალას არავინ მისცემდა და მითუმეტეს არც მერაბიშვილს. ერთადერთი, ვისაც კადრების მოპოვება და გავრცელება შეეძლო შს სამინისტროა. სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები იმ აფთიაქიდან ამოიღეს, სადაც მერაბიშვილს თავს დაესხნენ. შემდეგ დააარქივეს და ნახევარი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაასაჯაროვეს.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.