კობახიძე კრიტიკული კითხვების პირისპირ - რა თქვა "ოცნების" ლიდერმა ოთხწლიანი ბოიკოტის შემდეგ
პრეზენტაცია მედიისთვის, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმით დასრულდა - ირაკლი კობახიძე ერთი საათის განმავლობაში კრიტიკულ მედიას მორალს უკითხავდა. მატყუარები და პარტიულები - ასე მიმართავდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს და არც ერთ კრიტიკულ შეკითხვას თავდასხმის გარეშე არ ტოვებდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში კობახიძე ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქართველოს სამაგალითო ხელისუფლება ჰყავს, უბრალოდ მედია ვერ ხედავს ამას.
"ქართული ოცნება" სამაგალითოა ტყუილებშიც - პარტიის პირველი პირი ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულია და ბრიუსელი არასწორ შეფასებას იძლევა. ამიტომ კობახიძემ დაუშვა ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსი მეორე მცდელობაზეც ვერ მივიღოთ, ოღონდ ეს ხელისუფლების კი არა ევროკავშირის და ოპოზიციის ბრალი იქნება. "ოცნების" ლიდერს დღეს არც კეზერაშვილი დაავიწყდა და ის ისევ ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქად გამოაცხადა.
კობახიძე კრიტიკული კითხვების პირისპირ - დეტალები რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში