რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე - ნადირაძე

04.07.23 20:51
რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე - ნადირაძე

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას "ვივა-მედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე კრიტიკულად აფასებს.

ნინო ნადირაძე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს.

რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები😨 მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან😨- წერს ნადირაძე.

"ვივა მედთან" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას ითხოვდნენ.

აქციის ბოლოს "ვივა-მედთან" შეკრებილებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის დროშებით მიესალმა.