კობახიძე, როგორც ყურმოჭრილი მონა, ივანიშვილს ამშვიდებს, რომ ყველაფერი რიგზეა - გეგელია

04.07.23 21:13
კობახიძე, როგორც ყურმოჭრილი მონა, ივანიშვილს ამშვიდებს, რომ ყველაფერი რიგზეა - გეგელია

„ეს უნდა გვესმოდეს, როგორც ბატონი ბიძინასადმი მიძღვნილი გამოვლა, რომელშიც კობახიძე, როგორც მისი ყურმოჭრილი მონა ამშვიდებს მას, რომ ყველაფერი რიგზეა,“ - ასე აფასებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის დღევანდელ პრესკონფერენციას.

გეგელიას შეფასებით, მაშინ, როცა ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ თითქოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ევროპული კომისია საპირისპიროს ამტკიცებს. 

ეს იყო ყოვლად უშინაარსო, ყოვლად უსინდისო გამოსვლა, რომლის ერთადერტი მიზანიც იყო საზოგადოებტივი აზრის მაქსიმალურად გადაწყობის მცდელობა, რომ ოცნების პროპაგანდისტული, მავნებლური ხრიკები წარმოჩინდეს, როგორც უნიკალური ჭეშმარიტება. იმის იმიტაციის შექმნა, რომ ასეთი დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს, რომელიც ესაუბრება განსხვავებულ მედიასაშუალებებს, კრიტიკულ ხმებს, პასუხოსბ კრიტიკულ კითხვებს, ეს არის იმიტაცია ინკლუზიურობის, ჩართულობის, რომელიც შეიძლება მედია ინკლუზიურობის საფარველის შექმნის და არც ის არის გამორიცხული, რომ ეს იყოს პასუხი სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციაზე,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.