არც კადაფს, არც საბჭოთა რეჟიმს იმდენი ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, რაც ჩვენს ხელისუფლებას - გუგავა

04.07.23 21:18
არც კადაფს, არც საბჭოთა რეჟიმს იმდენი ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, რაც ჩვენს ხელისუფლებას - გუგავა

ირაკლი კობახიძე არის ყველაფრისმკადრებელი,“ - ასე აფასბს ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას გიორგი გუგავა.

გუგავას შეფასებით, მმართველი ძალა მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს კრემლის დავალებით, რომ ჩამოშორდეს დასავლეთს.

ვუყურებდით, რომ კედელთან მიაყენეთ არგუმენტებით, ამის მიუხედავად, წარბი არ შეუხრია, თალი არ დაუხამხამებია, აგრძელებდა უტიუფრად იმ ნარატივების, სიცრუის პროპაგანდირებას, რომელსაც ცდილობენ ჩაუდონ საზოგადოებას. ეს არის გათვლილი გარკვეული კატეგორიის საზოგადოებისთვის, რათა შექმნან ილუზია, რომ ყველაფერს აკეთებენ ევროპული ინტეგრაციისთვის ან იმ საზოგადოებაში, რომელიც მთა წინააღმდეგაა, ერთგვარად შექარბილონ წინააღდეგობის მუხტი. არც ფიდელ კასტროს რეჟიმს, არც კადაფს, არც საბჭოთა რეჟიმს იმდენი ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან,“ - ამბობს გიორგი გუგავა.