ძალად სტუდენტი "ქართული ოცნება" გვყავს, თუ არ დააძალებ კანდიდატობაზე შეეტანა, არ შეიტანდა - კობერიძე
"რადგან სტატუსის მიღება არის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ არ უნდოდათ დაეფიქსირებინა, სად არიან, დასავლეთის თუ რუსულ კალათაში", - ეს განცხადება გირჩი - მეტი თავისულების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
ცოტნე კობერიძის თქმით, თავად სახელისუფლებო გუნდმა კარგად იცის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესასრულებელია.
დეოლიგარქიზაცია ფორმალურადაც კი თვითონაც გადადეს კანონი - ზოგადად, ბიძინა რომ ოლიგარქია, ანუ დეოლიგარქიზაცია რომ არ შესრულდება, ეს ფაქტია. მინიმუმ, ბარიერის დაწევა - თვითონაც თქვეს, რომ ამას ვიზამთ შემდეგ - „პოსლეზე“, ახლა ნისიაზე მოგვეცი კანდიდატობა, ესეც ხომ ერთ-ერთი პუნქტია, რომელზეც თქვეს, რომ არ შევასრულებთო. მოსამართლეებზე - ახლა, ზუსტად ვიცით, რომ გვყავს დასანქცირებული მოსამართლეები,თვითინ ვერ იტანენ, აგინებდნენ, მინიმუმ სასამართლო რეფორმა რომ არ გატარებულა, ეს ხომ ფაქტია. ძალად სტუდენტები რომ არსებობენ, ეგეთი ძალად სტუდენტი ქართული ოცნება გვყავს - თუ არ დააძალებ კანდიდატობაზე შეეტანა, არ შეიტანდა, თუ არ დააძალებდი რუსული კანონი არ გაეტანა, არ გამოიტანდა,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.