პატიმრის დაცინვა უკადრისი საქციელია და ტრაგიკულია, როცა ასე ექცევი მესამე პრეზიდენტს - გეგელია

04.07.23 21:40
პატიმრის დაცინვა უკადრისი საქციელია და ტრაგიკულია, როცა ასე ექცევი მესამე პრეზიდენტს - გეგელია

პატიმრის დაცინვა, აბუჩად აგდება, ამ ენით საუბარი არის უკადრისი საქციელი და ტრაგიკულია, როცა ასე ექცევი საქართველოს მესამე პრეზიდენტს,“ - ასე აფასებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მმართველი გუნდის ლიდერების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გეგელია უკრაინის პრეზიდენტის დემარშს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს ამ ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

უნდა გვესმოდეს, რომ ისტორია მიდის, გარემოებები იცვლება, მოვლენები იცვლება და ჩვენ ზელენსკის სახით გველაპარაკება უაღრესად მნიშვნელოვანი ლიდერი აწ უკვე მსოფლიოსი. როდესაც შიდა პოლიტიკური, პარტიული დინამიკა გაგაქვს საერთაშორისო ასპარესზე ეს არის სრულიად დაუშვებელი და თან გახვიდე და თავს დაესხა იმ ადამიანს, რომელიც არის შენი სახელმწიფოს მხარეს,“ - ამბობს გეგელია.