ერთობის შემთხვევაში, უნდა იყოს კარგად მოფიქრებული კონფიგურაცია, იმისთვის, რომ დამარცხდეს ივანიშვილი - გეგელია
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ფუნდამენტურ საკითხებზე გაერთიანებას - ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ერთობა მნიშვნელოვანია.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ახლა ოპოზიციამ პროდასავლელი ამომრჩევლის ხმების მობილიზება უნდა შეძლოს.
შინაარსობრივი ერთობა ფუნდამენტურ საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შინაარსის ირგვლივ საერთო ხედვების ქონა, მაგრამ, რაც შეეხება, ელექტორალურ ერთობას, ერთობის შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კარგად მოფიქრებული კონფიგურაცია, იმისთვის, რომ მან დაამარცხოს ივანიშვილი და არა, პირიქით, გააძლიეროს ივანიშვილი... ეს არჩევნები არის ალბათ, ყველაზე ისტორიული არჩევნები ამ სახელმწიფოს ისტორიაში, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გადაწყდება არა მარტო ის თუ ვინ მართავს ამ ქვეყანას, არამედ საერთოდ იარსებებს თუ არა ეს ქვეყანა, როგორც ქართული სუვერენული სახელმწიფო. მისია არის ივანიშვილის დამარცხება, რადგანაც ივანიშვილის რეჟიმის არსსებობის ყოველი დღე არის უკან გადადგმული ნაბიჯი,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.