რეზექცია იუმორის სფეროა - გიული ალასანიას პასუხი კობახიძეს

04.07.23 22:08
რეზექცია იუმორის სფეროა - გიული ალასანიას პასუხი კობახიძეს

„რეზექცია იუმორის სფეროა,“ - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის დედა ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რაც ვნახე, არის კუჭის ოპერაციის რეკლამა“.

გიული ალასანიას თქმით, უცხოელი ექიმები შეურაცხყოფილები არიან იმ განცხადებების გამო, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ.

ექიმების ნაწილმა გაიგო, რომ აქ საუბრობენ მათი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებაზე, დიაგნოზების ეჭვქვეშ დაყენებაზე და ის ადაიმანები არიან ძალიან შეურაცხყოფილები. არ ვიცი, ახლა რა ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ უსათუოდ, ვფიქრობ, რომ რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ,“ - ამბობს გიული ალასანია.