არ გვილაპარაკია, რა ფორმით, როგორ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამან სხვანაირი გახადა - გიული ალასანია
„მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფნა, არ გვილაპარაკია, რა ფორმით, როგორ უნდა ჩაერიოს, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამან სხვანაირი გახადა“, - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გააკეთა.
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და ამბობს, რომ ამ ფაქტმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც იმოქმედა.
რა შევამჩნიე იცით, დეპრესია ჩემი შვილისთვის დამახასიათებელი არ არის, სულ ჰქონდა უკეთესის მოლოდინი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადება, რომ ბრუნდება პოლიტიკაში, ძალიან სუსტად არის, ძალიან ცუდად არის, ისე არ შეესაბამება მისი მორალური-ფსიქოლოგიური განწყობა მის ჯანმრთელობას,“ - ამბობს ალასანია.