უკრაინის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის ადგილი, შეიძლება დაიკავოს პირობითმა ღარიბაშვილმა - ხუხაშვილი

04.07.23 22:37
უკრაინის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის ადგილი, შეიძლება დაიკავოს პირობითმა ღარიბაშვილმა - ხუხაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის დემარში - ექსპერტი გია ხუხაშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართელოსა და უკრაინის ურთიერთობები დაძაბულია და საქართველოს ელჩის გამოძევებაც ამის დაგვირგვინება. სააკაშვილის საკითხი კი ელჩის გამოძევების კატალიზატორი გახდა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა ერთგვარ კატალიზატორად იქცა, საბაბიც შეიძლება ვუწოდოთ. ვიცით, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ყველა მიმართულებით არის მძიმე მდგომარეობაში... უკრაინას აქვს განცხადა, სამართლიანად, რომ ის არის ფრონტის წინა ხაზზე და იცავს თავისუფაალ სამყაროს და მათ შორის საქართველოს. უკრაინული სისხლი დღეს საქართველოსთვისაც იღვრება. უკრაინა შესაბამისად, საქარტელოსგანაც მოითხვოს პრინციპულ პოზიციას, რომ რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს რუსეთთან ურთიერთობები, ამ დროს, ჩვენთან პირიქით პროცესი მიდის. უკრაინა გაიმარჯვებს... ძალიან ძლიერი იქნება უკრაინის ხმა დასავლურ სამყაროში, დაიწყება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. უკრანის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის ადგილი, შეიძლება დაიკავოს პირობითმა ღარიბაშვილმა,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.