26 მაისი გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს - საქართველოს პრემიერი

26.05.21 10:11
26 მაისი გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს - საქართველოს პრემიერი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს:

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც ერთდროულად ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია.

დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს"- წერს პრემიერი სოციალურ ქსელში. 

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები