"კლანი უნდა წავიდეს" იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

26.05.21 11:42
"კლანი უნდა წავიდეს" იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მოსამართლეთა კორპუსმა დღეს იუსტრიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი უნდა აირჩიოს. არჩეული წევრები  და  იმ მოსამართლე წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც საბჭოში მუშაობის ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე.