დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამხედრო შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი განლაგდა, ქვეყნის პირველი პირების მიმართვის შემდეგ, 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს.
თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას დღეს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ავღანეთის მისიიდან ერთი კვირის წინ დაბრუნებული ჯარისკაცებიც ესწრებიან. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.