247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - თავდაცვის სამინისტროს 247 რეკრუტმა საზეიმო ფიცი დადო.
რეკრუტებმა ფიცი თბილისთან ერთად, სვანეთში, აჭარაში, ფარავნის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან, ნეკრესის მონასტერთანაც დადეს.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 103 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ქვეყნის ეროვნული დღესასწაული პანდემიის გამო წელს შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება. ეროვნული დღესასწაული 250-მდე ახალწვეულის ფიცის დადებით გაიხსნება.