„ნამახვანჰესის“ საკითხზე გვჭირდება კონკრეტული გეგმა და ერთობა - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ნამაჰვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით მთავარია ერთობა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი კონკრეტული გეგმის არსებობას გაუსვა:
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა"- თქვა ქვეყნის მთავარსარდალმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა და კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ.