შევძლებთ, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ - პრემიერი

26.05.21 13:10
შევძლებთ, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ.

ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ"- განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცა, რომლებიც მისი თქმით, შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს.

 

მსგავსი სიახლეები