სუსის უფროსის მოადგილის გამოსვლა პარლამენტში - კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურა
კომიტეტის სხდომაზე, სადაც სუსის უფროსის მოადგილემ უწყების ანგარიში წარადგინა, კითხვა-პასუხის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის მიზეზად კომიტეტის თავმჯდომარემ მტრის მიერ ინფორმაციის შესაძლო გამოყენება დაასახელა, რასაც ოპოზიციამ "აბსურდული" უწოდა.
ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოებამ ლილუაშვილის მოადგილე უხერხულ მდგომარეობაში იხილოს, რადგან მას დეპუტატების მიერ დასმულ შეკიტხვებზე პასუხები არ აქვს.
აბსურდია, რასაც ბატონი ბერაია ამბობს ახლა. მტრებს თუ სურთ სახელმწიფო საიდუმლოების გაგება თურმე ვერ გაიგებენ კოლაბორაციონისტი რეჟიმის პირობებში და მაინცდამაინც კომიტეტით, ჟურნალისტების და მედიების საშუალებით შესაძლებელია, რომ მოისმინონ ეს არის აბსურდი. რეალური მიზეზი სხდომის დახურვის მდგომარეობს იმაში, რომ მათ არ სურთ ივანიშვილის მიმართ ლოიალური ლილუაშვილის მოადგილე, რომელიც გამოაგზავნა დღეს ლილუაშვილმა სხდომაზე საზოგადოებამ იხილოს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას მოუწევს გასცეს დეპუტატებს პასუხი ისეთ კითხვებზე როგორიც არის, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება საქართველოში, მცოცავ ოკუპაციასთან ერთად ემიგრაციული ოკუპაცია, რომელიც რეალურად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, - თქვა ბოკუჩავამ.