არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უკრაინასთან ურთიერთობები დალაგდეს - დეკანოიძე

07.07.23 13:43
არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უკრაინასთან ურთიერთობები დალაგდეს - დეკანოიძე

"სტრატეგულ პარტნიორს, რომელიც ომშია, ზურგს უნა ვუმაგებდეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე საუბრობს. დეკანოიძე ფიქრობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში უკრაინასტან ურთიერთობა ვერ დალაგდება. 

ძალიან ვწუხვარ იმ ურთიერთობის ნიშნულზე, რა ურთიერთობის ნიშნულიც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის, ნამდვილად ძალიან ვწუხვარ გულწრფელად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდეს და მოგვარდეს და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა პირველ რიგში. ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გულწრფელად, რომ გითხრათ. ეს არის ის რიტორიკა, რომელსაც ავრცელებს ხელისუფლება ძალიან დიდი ხანი უკვე, განსაკუთრებით 25 თებერვლის შემდეგ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გვესმოდეს ჩვენ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის ომში და როდესაც არის ქვეყანა ჩვენი მეგობარი ომში, ჩვენ უნდა ვიქცეოდეთ ისე, რომ ამ ქვეყანას უმაგრებდეთ ზურგს, რაც სამწუხაროდ, არ ხდება,  - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები