შერჩევით სასამართლოს გამოყენება ადამიანების დევნის მიზნით ივანიშვილისთვის მახასიათებელია - ბოკუჩავა

07.07.23 15:06
შერჩევით სასამართლოს გამოყენება ადამიანების დევნის მიზნით ივანიშვილისთვის მახასიათებელია - ბოკუჩავა

"შერჩევით სასამართლოს გამოყენება ადამიანების დევნის მიზნით ივანიშვილისთვის მახასიათებელია," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლოს და ამას გამოიყენებს მისთვის მიუღებელი პირების დევნისთვის.

შესაძლებელია, ადამიანი იყოს პოლიტიკაში, ან არ იყოს, მაგრამ მისთვის მიუღებელ პირებს სხვადასხვა მიზეზის გამო ივანიშვილი დევნის სასამართლოს გამოყენებით,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. სასამართლომ გუშინ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა.

გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულად და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები