უკრაინიდან ელჩი სამოგზაუროდ არ გამოუშვიათ, ზელენსკი პასუხს ელოდება - ცისკარიშვილი

07.07.23 15:47
უკრაინიდან ელჩი სამოგზაუროდ არ გამოუშვიათ, ზელენსკი პასუხს ელოდება - ცისკარიშვილი

ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება გეოპოლიტიკურად მომავალში ვერ იყურება და ქვეყანას დამარცხების მხარეს აყენებს. მისი თქმით, ელჩი უკრაინას საქართველოში სამოგზაუროდ არ გამოუშვია და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას ელოდება. 

სამოგზაუროდ და ვიზიტით ტურისტულად ეს კაცი იქიდან არ გამოუშვიათ. პრეზიდენტი ზელენსკი, მისი ადმინისტრაცია, ელოდება კონკრეტულ პასუხებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან  და კონკრეტულ  გადაწყვეტილებებს მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით. რუსული ოცნების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ამ დიდ სურათს ვერ ხედავენ, გეოპოლიტიკურად მომავალში ვერ იყურებიან და საქართველოს აყენებენ დამარცხების მხარეს. მაშინ, ვისაც ისინი გლობალურ ომის პარტიას ეძახიან, სინამდვილეში, ეს არის ცივილიზებული სამყარო, რომელიც მთავარი აგრესორის და ომის პარტიის პუტნის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები