მორგოშიას აქვს მაიმუნის ინტელექტი - თაზო დათუნაშვილი
"მორგოშიას აქვს მაიმუნის ინტელექტი... ეს ხალხი არის ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი ტერორისტები, სახელმწიფო იქცევა, როგორც ტერორისტი ორგანიზაცია", - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
დათუნაშვილი ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია "ალტ-ინფოს" ლიდერის კოკა მორგოშიას მორიგ ძალადობრივ განცხადებას ეხმაურება, სადაც მორგოშია ამბობს, რომ "8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება". თაზო დათუნაშვილის თქმით, მორგოშიას ეს მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია.
ეს ადამიანი, ვინმე მორგოშია, რომელიც არის სუკ-ის აგენტი, ანუ ეფესბეს ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ახორციელებს რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციას, ახლა ცდილობს, რომ ადამიანებზე ტერორიზმი განახორციელოს. ეს არის მოწოდება ტერორიზმისკენ... ეს არის ტერორისტული აქტი, რითიც ისინი ცდილობენ საზოგადოების დაშინებას. ამ ქვეყანაში არსებობენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან პროსახელისუფლებო, რომლებსაც აქვთ ზურგი გამაგრებული პოლიტიკური პოლიციის, სახელმწიფო სტრუქტურების, სუს-ის მიერ და შეუძლიათ აკეთონ ის, რისი სურვილიც აქვთ, მათ შორის სხვა ადამიანების ფიზიკური განეიტრალება და მათი ცემა. ეს გახდა პოლიტიკური ტენდენცია,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.