,,ნუ ჰკლავ ანაკლიას"- ,,ლელოს" აქცია ანაკლიის ხიდთან

26.05.21 14:37
,,ნუ ჰკლავ ანაკლიას"- ,,ლელოს" აქცია ანაკლიის ხიდთან

,,ნუ ჰკლავ ანაკლიას, ანაკლია ხიდია აფხაზეთთან, დაძარი ანაკლია - ამ ტრანსფარანტებით   „ლელოს"  ზუგდიდის რეგიონული ოფისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ანაკლია-განმუხურის ხიდთან სიმბოლური აქცია- მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო დღეს ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობა. 

დღევანდელი  პროტესტი დიდ მასშტაბებს მიიღებს და ხელისუფლება ვალდებული იქნება, ანაკლიის ჰესის  მშენებლობისთვის  ქმედითი ნაბიჯები გადადგას - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი სიახლეები