ძალადობა დაუშვებელია, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება - პრეზიდენტი

08.07.23 10:15
ძალადობა დაუშვებელია, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება - პრეზიდენტი

ძალადობა დაუშვებელია - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 8 ივლისს დაგეგმილ "პრაიდის ფესტივალს" ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები