ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია - ხაზარაძე
„ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებელია, აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსესუსი იყოს მიღწეული.
თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს. ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ და ამ სურვილს ვუერთდები, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს.
ამიტომ თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ" შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსესუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში", - თქვა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, ამნისტიის პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.