შავი ჯიპების სადგომია სამების ტაძარში, მინისტრებს ეთაკილებათ ეზოში ფეხით შესვლა - ხაზარაძე

26.05.21 14:53
შავი ჯიპების სადგომია სამების ტაძარში, მინისტრებს ეთაკილებათ ეზოში ფეხით შესვლა - ხაზარაძე

ჩვენ მინისტრებს ეთაკილებათ სამების ეზოში ფეხით შესვლა, - ამის შესახებ გენერალ კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან თქვა. ხაზარაძის თქმით, მიუღებელია პანაშვიდის დროს სამებაში 3 სხვადასხვა შესასვლელის არსებობა, რადგან მთავრობის წარმომადგენლები ხალხთან ერთად უნდა იდგნენ. 

ის ფაქტი, რომ სამების ტაძარში ვხედავთ შავი ჯიპების სადგომს და ჩვენ მინისტრებს ეთაკილებათ, რომ ეკლესიის ეზოში ფეხით შემოვიდნენ, ეს დამოკიდებულება, ჩვენი  გადასახადის გადამხდელების ფულის ასე ხარჯვა, ეს ამბიციურობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, არის დასამთავრებელი.  არ შეიძლება, შავი ჯიპით შეხვიდე პირდაპირ  ლამის სამების  კარებში. არ შეიძლება, სამი შესასვლელი იყოს გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე. პოლიტიკოსები უნდა იდგნენ ხალხთან ერთად და ერთი შესასვლელი უნდა იყოს", - ამბობს ხაზარაძე.