პოლიციამ კარგად გაართვა თავი, არავინ არ დაზიანებულა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიჩნევს, რომ პოლიციამ სათანადოდ და კარგად გაართვა თავი საკუთარ ამოცანებს.
პაპუაშვილის თქმით, პრაიდ ფესტივალის ორგანიზატორები და ჟურნალისტები არ დაზარალებულა.
მისი თქმით, მიღწევაა, რომ პრაიდის ორგანიზატორები უსაფრთხოდ გავიდნენ ტერიტორიიდან.
პოლიცია ჭარბად იყო წარმოდგენილი. მე რამდენადაც ვიცი არავინ არ დაზარალებულა და მნიშვენლოვანია, რომ პოლიციამ ეს დავალება შეასრულა. პოლიციას ძალადობაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც ღონისძიების ორგანიზატორების ისე ყველა ჟურნალისტის.
არსებობდდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მცდელობა ღონისძიების ჩაშლი და, ვანხეთ რომ დღეს დიდი რაოდენობა შეიკრიბა ამისთვის. მთავარი არის ის, რომ უსაფრთხოება იყო დაცული.
ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, პოლიციამ ამ მხრივ ყველაფერს კარგად გაართვა თავი". - ამბობს პაპუაშვილი.
შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად და ვერ უზრუნველყვეს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს ღონისძიების ჩატარებას აანონსებდნენ. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატიორებმა ტერიტორია დატოვეს.