სისტემის მხილება: როგორ იყენებს რუსეთი ქართულ პორტებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად?

08.07.23 21:36
სისტემის მხილება: როგორ იყენებს რუსეთი ქართულ პორტებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად?

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - საქართველოს სანაპირო დაცვის საზღვაო უსაფრთხოების ბათუმის სამმართველოს უფროსმა საქართველო დატოვა. გოჩა ბერიძე ამბობს, რომ 22 წლის შემდეგ, იძულებული გახდა, მიეტოვებინა კარიერა და საქმე რომელსაც წლები შესწირა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტებთან ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მისთვის წითელი ხაზი საქართველოს ხელისუფლებამ გადაკვეთა, როდესაც მაქინაციების საშუალებით, ქართული პორტები რუსეთის სამსახურში ჩააყენა და მთელს სისტემას აიძულებდა,  ოკუპანტ სახელმწიფოს სანქციებისაგან გვერდის ავლაში დახმარებოდა. 

სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანმა ქვეყნიდან თან წაიღო მტკიცებულებები, როგორ აქცია საქართველოს ხელისუფლებამ ქართული პორტები შავ ხვრელად. 

"შაბათის ეთერისთვის" მიცემული ეს დიდი სატელევიზიო აღსარება, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციების ჯგუფისთვის ერთ-ერთ მტკიცებულებად იქცეს.

2022 წლის ივნისში ტანკერი "ლინეტი"  დუბაის პორტიდან გამოვიდა, ბოსფორის სრუტე გაიარა და თურქეთში ქალაქ ტრაპიზონთან საზღვაო აკვატორიაში გაჩერდა. გემის მარშრუტის თანახმად ის ბათუმის პორტში უნდა შემოსულიყო, თუმცა რეალურად გემი ნოვორისისკის პორტში შევიდა დასანქცირებული ნავთობით დაიტვირთა.

გოჩა ბერიძე ჰყვება, რომ ამ შემთხვევაში პალაუს დროში ქვეშ მცურავმა გემმა სიმულატორი გამოიყენა, ამ მოწყობილობით სანავიგაციო სისტემა შეცდომაში შეყვანა რომ თითქოს ბათუმის პორტში იყო რეალურად კი ნოვოროსკისში იტვირთებოდა. 

ამ მაქინაციების შესახებ საზღვაო უსაფრთხოების ბათუმის სამმართველოს უფროსმა მის უშუალო ხელმძღვანელს აცნობა, თუმცა როგორც თავად ამბობს, გიორგი ნაყოფიამ უთხრა, რომ უნდა გაჩუმებულიყვნენ.  არადა, შესაბამის უწყებას წესით საერთაშორისო საზღვარო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინა, რომ ტანკერი მოაცემინებს აყნოსებდა, ბათუმში ის არ შემოსულა და გეზი სანქცირებული პორტისკენ აიღო, თუმცა უცხოელებს რუსული მაქინაციების ამბავი არ უთხრეს. 

ვინ აკონტროლებს საქართველოს ზღვას? - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ნაყოფიაა. სწორედ მას უთხრა საქართველოს პორტების სახელის უკანოო გამოყენების ამბავი გოჩა ბერიძემ. 

ბერიძის მტკიცებით, ნაყოფია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ახლო გარემოცვის წევრია. გომელაური საზღვაო აკვატორიას ამ ორი კაცის საშუალებით აკონტროლებს. 

მამხილებელი ჰყვება, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც გემებს აკონტროლებს თამარ იოსელიანი ხელმძღვანელობდა. იოსელიანი რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული ბათუმელი მილიონერის, შალვა ბრეუსის შვილობილია. ბრეუსი ოსტვესტ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. 

გოჩა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერს საბოლოოდ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნთებდა მწვანე შუქს.

მსგავსი სიახლეები