განათლების შესაბამისი დონე არ გააჩნია - გვრიტიშვილი ჯანეზაშვილზე

26.05.21 15:49
განათლების შესაბამისი დონე არ გააჩნია - გვრიტიშვილი ჯანეზაშვილზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, განათლებას ეჭვქვეშ აყენებს და ითხოვს, მისი დიპლომი გასაჯაროვდეს.

არასამთავრობო სექტორისგან სახეზე არის კლანური მოქმედება, ქალბატონი ჯანეზაშვილი არის გამოსული მათი წიაღიდან. არასამთავრობო სექტორი ჩვენ აბსოლუტურად ლეგიტიმურ მოთხოვნას დუმილით პასუხობს. თავად ქალბატონ ჯანეზაშვილსაც მოვუწოდე, წარმოადგინოს მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მისგანაც არავითარი ქმედება არ ხორციელდება. კატეგორიულად ვითხოვ, ან გამოაქვეყნოს ეს დოკუმენტი, ან ვაცხადებ, რომ მას განათლების შესაბამისი დონე არ გააჩნია", - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი. 

გვრიტიშვილის მოთხოვნას ჯანეზაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია პარლამენტის ვებ გვერდზეა ატვირთული. 

პარლამენტმა ატვირთა ყველა დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, რომელიც დღესაც დევს. თუ კიდევ  რჩება შეკითხვები, წერილობით მომმართოს, გვრიტიშვილს ეს ჩემთვის პირადადაც არ უკითხავს",- ამბობს ჯანეზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები