აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში - პაპუაშვილი

10.07.23 12:21
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში - პაპუაშვილი

"სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა დღეს სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი ღია წერილს ავრცელებს, სადაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიოანების პერსპექტივაზე საუბრის დროს ქვეყნის პარტნიორებს პესიმისტური დამოკიდებულებების გამო აკრიტიკებს. 

შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში, - წერს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები