ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა ლგბტქ+ თემზე - რას წერს საერთაშორისო მედია ჩაშლილ პრაიდზე
ძალადობრივის ჯგუფების მიერ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასა და ტერიტორიის დარბევას საერთაშორისო მედია ეხმაურება. BBC, CNN, Deutsche Welle და კიდევ რამდენიმე გავლენიანი გამოცემა იმ კადრებზე დაყრდნობით წერს, სადაც ჩანს, როგორ არღვევენ პოლიციის კორდონს ძალადობრივი ჯგუფები და როგორ იკავენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, რის გამოც წელს პრაიდ ფესტივალი ჩაიშალა. საერთაშორისო მედია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც წერს.
საქართველოში ჰომოსექსუალიზმი ძალზე სტიგმატიზებულია და ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია ამ საკითხზე დასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ეჯახება. "თბილისში პრაიდის" კვირეულის ღონისძიება შეწყდა და მონაწილეები ავტობუსებით გადაიყვანეს. პრაიდის ორგანიზატორებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს ულტრამემარჯვენე მოძალადეების მუქარის თანამონაწილეობაში", - წერს Deutsche Welle.
2000-მდე ანტი ლგბტქ+ მომიტინგემ საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ფესტივალი დაარბია, პოლიციას დაუპირისპირდა და ფესტივალის რეკვიზიტები გაანადგურა, მათ შორის ცისარტყელას დროშები და პლაკატები. ორგანიზატორები ხელისუფლებას დემონსტრანტებთან აქტიურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილ", - წერს The Guradian.
სექსუალური უმცირესობების მიმართ მტრობა კვლავ გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელშიც არსებობს ძლიერი მართლმადიდებლური ქრისტიანული გავლენა. კრიტიკოსები დიდი ხანია ადანაშაულებენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, რომელიც ოპონენტების და ზოგიერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, ქვეყანას დასავლეთს აშორებს, ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების ჩუმად მხარდაჭერაში," - წერს The Washington Post.
"საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჭირო გახდა პრაიდის ფესტივალის მონაწილეთა ევაკუაცია და ღონისძიების გაუქმება მას შემდეგ, რაც ასობით ულტრამემარჯვენე რუსეთთან დაკავშირებული მომიტინგე ძალადობრივად თავს დაესხა ადგილს. პოლიცია მომიტინგეების ძარცვასა და ნივთების დაწვას უმოქმედოდ ადევნებდა თვალს", - წერს Democ.
რადიკალებმა ლისის ტერიტორია 8 ივლისს დაიკავეს და პრაიდ ფესტივალი ჩაშალეს. პრაიდის ჩაშლის შემდეგ, მსვლელობაში მონაწილეებმა ფესტივალის სივრცე დაარბიეს. დაშალეს სცენა, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროპორციული ძალა მათ შესაჩერებლად არ გამოიყენა.