პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
აქედან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდებულს.
სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).