ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან "მტკვარი ჰესთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა. ინფორმაციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.
პროკურატურის მხრიდან დოკუმენტების გამოთხოვას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება, რომელმაც სწორედ "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება, რადგან ამ საქმეშიც ბიძინა ივანიშვილი თანხების მითვისებას ხედავს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.
სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას," - წერს თანაინვესტირების ფონდი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელს შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის გარდა ჰესის საქმეზეც ედავება. საუბარია “მტკვარი ჰესზე”, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ იყო დაფინანსებული. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პროექტი 2020 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა ეს არ მომხდარა.