საქმე სამაგალითოდ დასჯის საუკეთესო მაგალითია - გიორგი ბაჩიაშვილის დედის პირველი ინტერვიუ და პასუხი ივანიშვილს

10.07.23 17:02
 საქმე სამაგალითოდ დასჯის საუკეთესო მაგალითია - გიორგი ბაჩიაშვილის დედის პირველი ინტერვიუ და პასუხი ივანიშვილს

გიორგი ბაჩიაშვილის დედის პირველი ინტერვიუ და პასუხი ივანიშვილს. ცნობილი ოფთალმოლოგი იხსენებს დღეებს, როცა პაციენტ ბიძინა ივანიშვილს შვილზე ესაუბრა.

" არ მითხოვია არავისთვის სამსახური"  - ეუბნება "პირველების" რეპორტიორს მარინა რამაზაშვილი.  თანაინვესტირების ფონდის ყოფილი შეფის  დედა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ წერილში ახსენა. 

"ივანიშვილის ოჯახის წევრები ჩემთან დადიოდნენ სამკურნალოდ, თვითონაც იყო ჩემთან მოსული "ლეჩ კომბინატში". როცა პაციენტს ესაუბრები, სანამ გუგებს გაუფართოებ, ოჯახურ ამბებსაც მივყევ-მოვყევი. მინდა გითხრათ, ძალიან კარგი შვილები ჰყავს, ამ ლაპარაკში ჩემი შვილიც ვახსენე, ასეთი კარგი შვილი მყავსთქო, საფრანგეთში ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობსთქო. ერთი წლის შემდეგ, მეორედ  მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე, ამ დროს გიორგის სწავლა უკვე დამთავრებული ჰქონდა და მოსკოვში  ამერიკულ ფირმაში მუშაობდა. ტელეფონი მომეციო და პირადად ჩაიწერა. მერე ჩემს შვილს ვიღაცებმა დაურეკეს და გადასვლა მოხდა. კომპანიაში მუშაობდა და მერე ალბათ, ამ ბიჭმა თავისი ნიჭით დაიმსახურა ივანიშვილის ყურადღებ"- ამბობს მედიკოსი. 

მარინა რამაზაშვილი შოკიდან გამოსვლას ახლაც ვერ ახერხებს - ცნობილი ოფტალმოლოგისთვის მოულოდნელი იყო ფაქტი, რომ მისი შვილი განსასჯელის სკამზე მოხვდა. 

გიორგი ბაჩიაშვილის დედა, "პირველებს" ეუბნება, რომ მისი შვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არასდროს ყოფილა და ის უბრალოდ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის თანამშრომელი იყო. 

 რამაზაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მის შვილს სამაგალითოდ სჯიან. 

მიკვირს, რამ აიძულა ეს კაცი, ვინ რა უთხრა ასეთი. მართლა რომ რაღაც ყოფილიყო 8 წლის განმავლობაში არ მოიკითხავდა?! რას შვები, სად არის შენი ერთიანი საქმე .... ერთიანი საქმე ამათ არასდროს ჰქონიათ. ეს იყო მისი თანამშრომელი. 

ეს არის სამაგალითო დასჯა. მიზეზი კი არ ვიცი. ალბათ, ოდესმე, რაღაც მიზეზი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ (ივანიშვილს) არასწორი ამბავი მიუტანა. ვერ ვხვდები, რატომ დაიწყო ეს საქმე, რატომ არსებობს ბ უნებაში, რას ერჩიან გიორგის. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ადამიანი მაგის გვერდზეა და ეკითხა - შვილო, მეგობარო, ლოლეგა რა ხდება?! "- ამბობს მედიკოსი. 

 

მსგავსი სიახლეები