"ოცნებამ" MAP-ის გარეშე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის შესაძლებლობის მიცემაზე უარი თქვა - აქუბარდია
ვილნიუსის სამიტი ხვალ იხსნება. ნატოს სამიტს დაესწრება ვოლოდიმერ ზელენსკი. ვილნიუსში იქნება შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
რას აკეთებს საქართველო? - ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველომ საბოლოდ დაკარგა შანსი უკრაინასთან ერთად მაპის გარეშე გამხდარიყო ნატოს წევრი.
თეონა აქუბარდიას თქმით, ნატოს წევრ ქვეყნებში გაგზავნილ ერთობლივ მიმართვაში არცერთი ოცნების წევრის ხელმოწერა არ ყოფილა.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ამით მმართველმა გუნდმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა.
ჩვენი ინიციატივით, ნატოს წევრ ქვეყნებში სამწუხაროდ მხოლოდ 50 ოპოზიციონერის ხელმოწერით წავიდა ერთობლივი მიმართვა, სადაც მოთხოვნებს შორის იყო MAP-ის გარეშე საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობის მიცემა უკრაინასთან ერთად. სწორედ ამაზე თქვა ოცნებამ უარი, რაც არის პოლიტიკური განაცხადი. მიუხედავად, პაპუაშვილის მტკიცებისა, რომ თითქოს, საქართველოს ყველაფერი კარგად აქვს, რაც ასე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ერთობა არის საქართველოში, სამწუხაროდ, საზოგადოებაში არის ერთობა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ერთობა რომ არ არის, ეს ოცნების უარითაც დასტურდება". - ამბობს ტეონა აქუბარდია.
უკრაინა ნატოს წევრი, სავარაუდოდ, მაპის გარეშე გახდება. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ცოტახნისწინ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.