ისტორიული სამიტი ვილნიუსში - მსოფლიოს, ევროპისა და რეგიონის ისტორია საქართველოს გარეშე იწერება
ისტორიული სამიტი, რომელიც უკრაინისთვის მართლაც ისტორიული იქნება. გიგანტური ნაბიჯი კიევისთვის და უმძიმესი დარტყმა მოსკოვისთვის. ნატო მზად არის უკრაინა ალიანსში მაპის გარეშე მიიღოს. ანუ ომში მყოფი ქვეყანა ფაქტიურად მსოფლიოს ყველაზე დიდი სამხედრო და პოლიტიკური გაერთიანების წევრი ხდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. და სად არის ამ დროს საქართველო? ქვეყანა, რომელიც ლიდერი იყო რეგიონში ალიანსში გაწვრიანების გზაზე, ვილნიუსის სამიტზე მხოლოდ ფორმალურად, საგარეო საქმეთა მინისტრით იქნება წარმოდგენილი.
მსოფლიოს, ევროპის და რეგიონის ისტორია საქართველოს გარეშე იწერება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ დადგა მოცემულობა, როდესაც მხოლოდ უკრაინის გაწვრიანებაზე არის საუბარი. საქართველო დღის წესრიგიდან მოხსნილია. მაშინ, როდესაც მსოფლიო გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მშრალი განცხადებებით შემოიფარგლება და თბილისიდან ახსენებს თავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ საქართველოც იმსახურებს ნატოს წევრობას. თუმცა კითხვაა - რა გააკეთა ოცნებამ ამ მიზნის მისაღწევად. ამ სამიტის შემდეგაც საქართველო ისევ შორეული პერსპექტივით დარჩება.
რატომ არ იქნება სამიტზე საქართველოს პრემიერი.
დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.