მივდივართ ბრძოლის წინა ხაზზე, ვაპირებთ მორალურ ომში ჩაბმას - ვარლამ გოლეთიანი
თბილისში "რიონის მცველების" სამდღიანი პროტესტი ამ ეტაპზე დასრულებულია - "ნამაჰვანჰესის" მოწინააღმდეგები დედაქალაქს ტოვებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანოზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა სირტვით განმოსვლისას აღნიშნა, ისინი გუმათში , "ფრონტის პირველ ხაზზე მიდიან":
ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და ხელისუფლებასთან მიმართებით გამარჯვებულები ვართ. ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლოში, მშვიდობით და ერთობით. მივდივართ დღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ საჭირო იენება თბილისში არ ჩამოვალთ", თქვა - ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, შედეგი მიღწეულია და დედაქალაქმა მათი ბრძოლის მიზეზი გაიგო:
დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტიორებული პროტესტის შესახებ. მხარდაჭერა სახეზეა, ამიტომ, ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას"- დასძინა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, მათი ქმედებები ძალადობრივი არ იქნება და არავის წინააღმდეგ არ აღმართავენ ხელს.