მანიპულირებენ უკანონო მეთოდებით - ბოკერია ხელისუფლებაზე

26.05.21 17:20
მანიპულირებენ უკანონო მეთოდებით - ბოკერია ხელისუფლებაზე

საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ეჭვით უყურებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანონო მეთოდებით მანიპულირებს, შესაბამისად, კანონში შეტანილი ცვლილებები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად არ გამოდგება. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების გარანტი საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტი და ხელისუფლების შეცვლის სურვილია.

არ არის ეს სასურველი შედეგი ნამდვილად. მთავარი, რითაც ამ ტიპის რეჟიმები მანიპულირებენ, ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც ივანიშვილია, არ არის კანონში რაც წერია, ისინი მანუპილირებენ უკანონო მეთოდებით: მოსყიდვით, დაშინებით, ჩაყრით, კარუსელებით, პოლიტიკური დევნით. ამის წინააღმდეგ მთავარი იარაღი არის საზოგადოების მზაობა და კლიმატი და ჩვენი მოქალაქეების ენთუზიაზმი და ჩვენ უნდა შევქმნათ ეს ნდობა მოქალაქეებში, რომ ისინი მოვიდნენ არჩევნებზე, ისინი იყვნენ მზად მშვიდობიანი პროტესტისთვის. დიდი უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში არანაირი მანიპულაციები აღარ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, - ამბობს გიგა ბოკერია.

 დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, ვენეციის კომისიაში უკვე გადაიგზავნა. 

მსგავსი სიახლეები