"ოცნება" წყნეთში 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იხნის და ხელს მოსახლეობისკენ იშვერს

11.07.23 13:48
"ოცნება" წყნეთში 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იხნის და ხელს მოსახლეობისკენ იშვერს

"ოცნება" წყნეთში 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იხნის და ხელს ადგილობრივი მოსახლეობისკენ იშვერს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დენი ადგილზე კუსტარულად მოსახლეობის მიერ შეყვანილი.

კობახიძე ამბობს, რომ არ შეიძლება ასეთი შემთხვევით სპეკულირება.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი იყო კუსტარულად მოსახლეობის მიერ შეყვანილი და თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია. როდესაც მოსახლეობა კუსტარულად ახორციელებს ასეთ რამეს, როცა შეჰყავს კუსტარულად დენი აქ ყოველდღიური კონტროლი არის შეუძლებელი, აშკარად უნდა ესმოდეს ყველას და არ შეიძლება ასეთი შემთხვევით სპეკულირება, ძალიან მძიმე, ტყუილი დაიწყეთ, ბავშვი დაიღუპა და ტყუილით დაიწყეთ, სირცხვილია ეს ყველაფერი" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები