ბაჩიაშვილის ადვოკატის მხრიდან საქმის პოლიტიზებაზე საუბარი არასწორია - კობახიძე

11.07.23 13:46
ბაჩიაშვილის ადვოკატის მხრიდან საქმის პოლიტიზებაზე საუბარი არასწორია - კობახიძე

მმართველი პარტიის თავჯდომარე ივანიშვილის ერთ დროს სანდო პირს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პოლიტიზება არასწორია. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქმე სავარაუდო დანაშაულს ეხება და ის სამართლებრივ ჭრილში უნდა იოს განხილული. 

ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდო დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ, ბუნებრივია, - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა. თავად ბაჩიაშვილი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძლოა და მას მისი ანტირუსული შეხედულებების გამო სჯიან. 

 

მსგავსი სიახლეები