მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია

26.05.21 17:37
მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია

მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. გოჩა აბუსერიძე, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და თემურ გოგოხია წევრებად ცოტა ხნის წინ აირჩიეს.

კენჭისყრის პროცესი აქტივისტების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. 

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას  ღია წერილით  მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ კუჭავამ უპასუხა, რომ პროცესი ვერ შეცერდებოდა.