გეოპოლიტიკური ქარავანი მიდის და საქართველო ამ შემთხვევაში რჩება სამხრეთ-კავკასიურ უდაბნოში - ქემოკლიძე
„ოაზისისკენ მიმავალ გზაზე ვრჩებით სამხრეთ-კავკასიურ კლასტერში,“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ გააკეთა.
ქემოკლიძე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს ეხმაურება, სადაც საქართველოს საკითხი უკანა პლანზეა გადაწეული. ოპოზიციური პარტიის წევრი ამ საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
მეჩვენება, რომ აღმოსავლეთის გაფართოებისკენ მიმავალი გეოპოლიტიკური ქარავანი მიდის და საქართველო ამ შემთხვევაში რჩება სამხრეთ-კავკასიურ უდაბნოში. ოაზისისკენ მიმავალ გზაზე ვრჩებით სამხრეთ-კავკასიურ კლასტერში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც შეიქმნა ამ არგამოყენებული, ვერგამოყენებული გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამო,“ - ამბობს კახა ქემოკლიძე.