თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! - მეზვრიშვილი შსს-ს იმ თანამშრომლის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელმაც სისტემა ამხილა

12.07.23 11:54
თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! - მეზვრიშვილი შსს-ს იმ თანამშრომლის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელმაც სისტემა ამხილა

 პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის იმ თანამშრომლის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელმაც სისტემა ამხილა და მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ღიად ისაუბრა. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამინისტრომ აუდიტმა მოკვლევა უნდა შეწყვიტოს და სამსახური ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს: 

გოგა რაზმაძე სამსახურში კონკურით მივიღეთ, მე გახლით კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამ ადამიანის კეთილსინდისიერებამ, ადამიანის უფლებებისადმი და მისი დაცვისადმი სენსიტიურობამ გამაოცა. გოგა რაზმაძეს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, შეწყვიტონ ის სიგიჟე, რაც იქ, დისკრიმინაციული მოტივებით დანიშნული აუდიტის სახით ხდება. 

დაუბრუნონ დეპარტამენტი იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც ეს დეპარტამენტი ეფექტიანად ფუნქციონირებდა. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ დეპარტამენტის შესაბამისმა კურატორმა მოადგილემ პირველ რიგში და პირველ რიგში ამ დეპარტამენტის უფროსმა და საზოგადოებას აუხსნან რატომ მიდის დეპარტამენტი უკან უკან ნაბიჯებით რეგრესისკენ", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა უწყება რამდენიმე საათის წინ ამხილა - გიორგი რაზმაძის თქმით,  ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ყველაფერიმას შემდეგ შეიცვალა, რაც კურატირად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.

რაზმაძის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე  ისაუბრა, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი „საქმეს ურჩევდა“ .

 

მსგავსი სიახლეები