ხმაურია გუმათში - პოლიციამ "რიონის მცველებს" რკინის ბარიკადები დაახვედრა

27.05.21 00:04
ხმაურია გუმათში - პოლიციამ "რიონის მცველებს" რკინის ბარიკადები დაახვედრა

 ხმაურია ამ წუთებში სოფელ გუმათში, სადაც რიონის მცველები თბილისიდან უკვე ჩავიდნენ. 

"ნამაჰვანჰესის" მოწინააღმდეგეთა პროტესტი რკინის ჯებირებმა გამოიწვია, რომელიც ადგილზე პოლიციამ აღმართა. 

რკინის კონსტრუქციის ერთ მხარეს საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები. მეორე მხარეს კი აქციის მონაწილეები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ.  

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა და კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში და  აღიძრას სისხლის სამართლის საქმე  ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ. 

       

მსგავსი სიახლეები