სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისია შევიდა - ექსკლიზიური კადერბით "ვივა-მედიდან"
მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისია შევიდა. რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უცხოელ მედიკოსებს სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების უფლება მისცეს. პოლონელმა ექიმებმა უნდა დაადგინონ, იღებს თუ არა შესაბამის მკურნალობს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა-მედში".
დღეს ვიზიტი აქვთ ჩვენთან ჩვენს პოლონელ კოლეგებს. ჩვენ ნებარტვა ყოველთვის გვქონდა გაცემული და ჩვენ პირიქით მივესალმებით... როგორც წარმომედგინა, შემადგენლობა არის მდიკოსებით დაკომპლექტებული. პაციენტიც საქმის კურსშია, - ეუბნება "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე "პირველებს".
წინასწარი განცხადებისგან მედიკოსებმა თავი შეიკავეს, ისინი კომენტარს, სავარაუდოდ, მესამე პრეზდეინტის მონახულების შემდეგ გააკეთებენ.